Live opening · Posted 3 days ago

გაყიდვების კონსულტანტი - Pandora გლდანი

TI'ME · Tbilisi
Bamboohr No Full-Time
JobBeeper subscribers received an alert for this role.

At a glance

The key details from the original listing.

Posted 3 days ago
CompanyTI'ME
LocationTbilisi
Job typeFull-Time
Work modeNo
SourceBamboohr
ListedPosted 3 days ago

Your early-applicant advantage

Live timing from JobBeeper.

Live data
3 min from Bamboohr publishing this role to us finding it
16 min median time from a role going live to a subscriber being told
6 hours subscribers had this role before this page existed
45,936 roles found in the last 24 hours — the newest are not on this site yet
Start your free trial →

About the role

Description supplied by the original job listing.

საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.
TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ თითოეულ მომხმარებელს შევუქმნათ სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება. თქვენი დადებითი ენერგია და პოზიტიური დამოკიდებულება ქმნის ამ განსაკუთრებულ გარემოს.
ზოგჯერ დღე შეიძლება იყოს დატვირთული, განსაკუთრებით აქციების პერიოდში და შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ამოცანასთან მოგიწიოთ გამკლავება. სწორედ ასეთ გარემოში ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა.
თაიმში ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას, ბრენდირებულ საჩუქრებსა და პროდუქციაზე ფასდაკლებას, ასევე ფიტპასის კორპორატიულ ფასს და ყოველთვიურ ბონუსს.
თქვენ ისარგებლებთ ანაზღაურებადი შვებულებით 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, ასევე დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსით.
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისიამოვნოთ კომპანიის კორპორატიული წვეულებებით და Team-Building-ებით.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ყოველწლიურ ნომინაციებში და გახდეთ საუკეთესო თანამშრომელი. გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდებით განსაკუთრებული საჩუქრებით
თქვენი ლოიალურობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ყოველწლიურ ანაზღაურების ზრდას 3 წლის განმავლობაში.
თუ თქვენ ხართ პოზიტიური, შეგიძლიათ რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება,
გიყვართ მომსახურების პროცესი და მომხმარებელთან ურთიერთობა, ასევე გაქვთ კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე, მაშინ გელოდებით თაიმის გუნდში.
ფუნქცია-მოვალეობები:
მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით;
პროდუქციის სუფთა იერსახის უზრუნველყოფა;
მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით;
მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება;
სამუშაო ადგილი:
Pandora სტენდი (გლდანი სითი მოლი) კვირაში არაუმეტეს 40 საათი:
2 დღე 10:00 - 22:00 სთ
3 დღე 10:00-17:00 სთ ან 15:00-22:00სთ
კვირის დანარჩენი დღეები - დასვენება
განაცხადის შემოტანის პროცედურა:
შეგახსენებთ, რომ კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია თაიმის მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.
თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვით მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@time.ge

Employment type
Full-Time

Work arrangement
No

Get JobBeeper Mobile App

Never miss a job opening! Get instant job alerts on your phone.

Subscribers see fresh openings within minutes. Download the JobBeeper App on Google Play to get real-time push notifications and apply before anyone else.

⚡ Instant Push Alerts 🎯 Tailored Filters 🚀 Direct Employer Links
GET IT ON Google Play

More openings worth a look

Recently tracked roles with full details and direct application links.

6 roles
Good roles move before most people even see them. Tell JobBeeper what you want and get fresh matches delivered in minutes.
Start your free trial →
⚡ Get fresh job alerts 📱 Get App