Live opening · Posted 1 day ago

Human Resources Business Partner

DSPro LLC · Tbilisi, Georgia (On-site)
Linkedin No
JobBeeper subscribers received an alert for this role.

At a glance

The key details from the original listing.

Posted 1 day ago
CompanyDSPro LLC
LocationTbilisi, Georgia (On-site)
Work modeNo
SourceLinkedin
ListedPosted 1 day ago

About the role

Description supplied by the original job listing.

ვაკანსია: ადამიანური რესურსების ბიზნეს პარტნიორი (HR Business Partner)
კომპანიის შესახებ
DSPRO LLC არის საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომელიც საველე მომსახურების ოპერაციების მართვასა და დისპეჩერიზაციას უზრუნველყოფს. გუნდის ზრდასთან ერთად ვეძებთ ადამიანური რესურსების ბიზნეს პარტნიორს, რომელიც უშუალოდ აღმასრულებელ დირექტორს დაექვემდებარება.
ძირითადი მოვალეობები
შერჩევის სრული ციკლის მართვა: ვაკანსიის განთავსება, კანდიდატების გადარჩევა, გასაუბრება, შეთავაზება
ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (ონბორდინგის) პროცესის ორგანიზება
ადამიანური რესურსების პოლიტიკების, პროცედურებისა და შიდა დოკუმენტაციის შემუშავება და განახლება
შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და პირადი საქმეების წარმოება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად
სამუშაო დროის აღრიცხვის (ტაბელის) კონტროლი და ხელფასის დარიცხვისთვის მონაცემების მომზადება ბუღალტერიასთან კოორდინაციით
შეფასების, ანაზღაურებისა და ბონუსის სისტემების დანერგვა და მხარდაჭერა
დისციპლინური საკითხების წარმოება და დოკუმენტირება
ოპერაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა გუნდის საჭიროებების განსაზღვრისა და გადაწყვეტის მიზნით
თანამშრომელთა ჩართულობის, კმაყოფილებისა და კადრების დენადობის ანალიზი
ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის, ინგლისურენოვანი კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის წარმოება
მოთხოვნები
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
ინგლისური ენის ფლობა C2 დონეზე (სავალდებულო)
ქართული ენის სრულყოფილი ფლობა
საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Google Workspace) თავისუფალი ფლობა
უმაღლესი განათლება
კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მართვის უნარი
კონფიდენციალურობის დაცვა, ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
უპირატესობა მიენიჭება
საერთაშორისო კომპანიაში, ქოლ-ცენტრში ან გარე მომსახურების (BPO) სექტორში მუშაობის გამოცდილებას
SELF.HR სისტემასთან მუშაობის გამოცდილებას
მიგრაციის პორტალთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
ადამიანური რესურსების მართვის სხვა ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას
სამუშაო პირობები
სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 ან 11:00 – 19:00
სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალის ქუჩა
ანაზღაურება: შეთანხმებით
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ani@dspro.io , სათაურში მიუთითეთ „HR Business Partner“.

Work arrangement
No

Your early-applicant advantage

Live timing from JobBeeper.

Live data
7 min from Linkedin publishing this role to us finding it
10 min median time from a role going live to a subscriber being told
6 hours subscribers had this role before this page existed
137,609 roles found in the last 24 hours — the newest are not on this site yet
See available plans →

More openings worth a look

Recently tracked roles with full details and direct application links.

6 roles
Good roles move before most people even see them. Tell JobBeeper what you want and get fresh matches delivered in minutes.
Create free account →
⚡ Get fresh job alerts 📱 Get App