Public listing

Finance AI Solutions Lead

TBCBANK თბილისი, , Georgia
  • Work modeHybrid
  • EmploymentFull-time
  • ListedPosted 1 day ago
  • SourceSmartrecruiters

Role overview

About the role

Description supplied by the original job listing.

ფინანსების მიმართულებაში ვეძებთ Finance AI Solutions Lead-ს, რომელიც გამოცდილ ლიდერულ როლში ჩაერთვება და ფინანსების ტექნოლოგიურ განვითარებასა და AI-ის დანერგვას უხელმძღვანელებს.
ფინანსების ტექნოლოგიების განყოფილებაში სამი ქვეგანყოფილებაა - მონაცემთა ბაზების მართვისა და განვითარების ქვეგანყოფილება, ფინანსური და ტექნოლოგიური პროექტების ქვეგანყოფილება და ბანკის პორტფელების, შედეგებისა და მომგებიანობის ქვეგანყოფილება. შენი ამოცანა იქნება, ამ სამივე გუნდის ტექნოლოგიური განვითარება ერთ მკაფიო მიმართულებად ააწყო, პირველ რიგში კი ფინანსებში AI-ის რეალური, გაზომვადი use case-ები იპოვო და პრაქტიკაში დანერგო. შემდგომ ეტაპზე ამ მიდგომას მთელ ფინანსებზე გაავრცელებ.
Finance AI Solutions Lead არის cross-team გავლენაზე აგებული როლი და ანგარიშვალდებული იქნები ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე. შედეგს მიაღწევ გავლენით, ექსპერტიზით, გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წინადადებებით. ცვლილებები ხშირად გუნდების შიგნით არსებული ადამიანების ძალით განხორციელდება, შენ კი იქნები ის, ვინც მიმართულებას, პრიორიტეტებსა და ხარისხს განსაზღვრავს.
ვის ვეძებთ
გაქვს მაღალი კომპეტენცია ტექნოლოგიური ცვლილებების წარმართვაში, ტექნიკური ლიდერობის ან მრჩევლის (consulting) როლში;
გაქვს რეალური პროექტებისა და დანერგილი გადაწყვეტილებების გამოცდილება, რომელთა შესახებაც შეგიძლია კონკრეტულად და ციფრებით ისაუბრო;
ფიქრობ ბიზნესის ენაზე: AI და ავტომატიზაცია შენთვის მიზანი კი არა, ფინანსური პროცესების გაუმჯობესების საშუალებაა;
შეგიძლია, ფორმალური ავტორიტეტის გარეშე დაარწმუნო სხვადასხვა გუნდი და მიმართულების ხელმძღვანელები;
ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირებული;
გაქვს ძლიერი ტექნიკური ბაზა, რაც გაძლევს საშუალებას, ტექნიკურ გუნდებთან თანაბარ დონეზე იმსჯელო;
არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ფიქრობ ჩარჩოებს მიღმა და ამავე დროს იცი, როგორ მუშაობს რეგულირებადი გარემო.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
ფინანსების ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება;
AI use case-ების იდენტიფიცირება, პრიორიტიზაცია (ეფექტი, სირთულე, რისკი) და დანერგვა LLM-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენებით (მათ შორის Claude);
პილოტებიდან რეალურ ექსპლუატაციაში გადასვლის უზრუნველყოფა: მოთხოვნების დაზუსტება, გუნდებთან ერთად დანერგვა, შედეგების გაზომვა და დოკუმენტირება;
ავტომატიზაციის შესაძლებლობების მოძიება და მათი განვითარების გეგმის შედგენა;
რეგულარული შეხვედრების წარმართვა გუნდებთან, მათი საჭიროებებისა და ბლოკერების გამოვლენა;
AI-ის გამოყენების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავება ფინანსებში, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით;
შემდგომ ეტაპზე იგივე მიდგომის გავრცელება ფინანსების სხვა მიმართულებებზე;
ფინანსების ხელმძღვანელობისთვის პროგრესისა და შედეგების რეგულარული ანგარიშგება.
ტექნოლოგიური ცვლილებების, ავტომატიზაციის ან AI/ML პროექტების წარმართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
AI/LLM-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების რეალურ გარემოში დანერგვის დადასტურებული გამოცდილება (რეალური პროექტები, პორტფოლიო ან კონკრეტული შედეგები);
LLM-ზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებთან (მაგ. Claude) მუშაობის გამოცდილება, მათი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაგება;
მონაცემებთან მუშაობის კარგი ცოდნა (SQL, მონაცემთა ხარისხი, BI ინსტრუმენტები, მაგ. Power BI), იმ დონეზე, რომ ტექნიკურ გუნდებთან თანაბარ დონეზე იმუშაო;
ძლიერი კომუნიკაციისა და გავლენის მოხდენის უნარი სხვადასხვა დონის ბიზნეს და ტექნიკურ კოლეგებთან;
ქართულისა და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
უპირატესობა მიენიჭება საბანკო ან სხვა რეგულირებად სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ მონაცემებთან მუშაობის გამოცდილებას.

Skills
SQL, Power BI, LLM

Employment type
Full-time

Work arrangement
Hybrid

Skills from the listing

  • SQL
  • Power BI
  • LLM

Your early-applicant advantage

How quickly JobBeeper finds and shares openings.

7 min from Smartrecruiters publishing this role to us finding it
12 min median time from a role going live to a subscriber being told
6 hours subscribers had this role before this page existed
19,846 roles found in the last 24 hours
See available plans →

Job alerts

Get notified about new openings

Save your preferences, then add a paid plan for matching job alerts.

Create free account
Log in to apply