Public listing
დიჯითალ ოპერატორი - გურჯაანი
- Work modeNo
- EmploymentFull-time
- ListedPosted 8 hours ago
- SourceSmartrecruiters
Role overview
About the role
Description supplied by the original job listing.
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიკური გარემო და ციფრული სამყაროს ნაწილად ყოფნა?
გინდა იმუშაო ძლიერ ბრენდში, სადაც შენს განვითარებას რეალურად აფასებენ? შემოგვიერთდი თიბისიში პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და დაეხმარე ადამიანებს ციფრული სერვისების მარტივად, სწრაფად და კომფორტულად გამოყენებაში.
გახდი 33-წლიანი ისტორიის მქონე ლიდერი კომპანიის გუნდის წევრი!
რას გააკეთებ ყოველდღიურად?
არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს პროაქტიულად შესთავაზებ სწორ, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს
გაუწევ კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და ტრანზაქციებზე, ციფრულ არხებში
დაეხმარები მომხმარებლებს რეგისტრაციაში და პირველ ოპერაციებში — პროცესს მაქსიმალურად გაუმარტივებ
დააკვირდები მომხმარებლის გამოცდილებას და შენს უკუკავშირს გაუზიარებ თიბისის გუნდებს, რათა ციფრული სერვისები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს
რას გთავაზობთ თიბისი?
ფინანსურ სარგებელს
ფიქსირებული ხელფასი + დამატებითი ყოველთვიური ბონუსი
მოქნილი სამუშაო გრაფიკი
განვითარებას და კარიერულ ზრდას
2-კვირიანი ანაზღაურებადი ტრენინგი (პიროვნული უნარები + საბანკო პროდუქტები)
წვდომა მრავალფეროვან შიდა და გარე ტრენინგებზე
საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება
დამატებით ბენეფიტებს
ჯანმრთელობის დაზღვევა
სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის
ბრენდ მაღაზია
ფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება
ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული
გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში
გაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები
გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
ლოკაცია: სავაჭრო ცენტრები, იუსტიციის სახლები და სხვა ხალხმრავალი სივრცეები
Employment type
Full-time
Work arrangement
No
Your early-applicant advantage
How quickly JobBeeper finds and shares openings.
Job alerts
Get notified about new openings
Save your preferences, then add a paid plan for matching job alerts.